ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა დაფუძნდა 2013 წელს და გააერთიანა რამდენიმე პროგრამა (ინგლისური ფილოლოგია, ქართული ფილოლოგია, ისტორია). სკოლის აკადემიური ფილოსოფია იმთავითვე დაეფუძნა მთავარ პრინციპს - პროფესიულ ცოდნასთან შერწმული ზოგადი განათლება.
აშშ წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული ლიბერალური განათლების კონცეფცია საშუალებას აძლევს სტუდენტს ვიწრო სპეციალობის პარალელურად, მიიღონ ფართო სპექტრის ცოდნა და გაზარდონ რეალიზების შესაძლებლობები.
სკოლის პროგრამების გახორციელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაღალი პროფესიული დონის მქონე სპეციალისტებისა და მოწინავე მეცნიერებისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რათა სტუდენტებმა შეძლონ თავიანთი ინტელექტ...
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა დაფუძნდა 2013 წელს და გააერთიანა რამდენიმე პროგრამა (ინგლისური ფილოლოგია, ქართული ფილოლოგია, ისტორია). სკოლის აკადემიური ფილოსოფია იმთავითვე დაეფუძნა მთავარ პრინციპს - პროფესიულ ცოდნასთან შერწმული ზოგადი განათლება.
აშშ წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული ლიბერალური განათლების კონცეფცია საშუალებას აძლევს სტუდენტს ვიწრო სპეციალობის პარალელურად, მიიღონ ფართო სპექტრის ცოდნა და გაზარდონ რეალიზების შესაძლებლობები.
სკოლის პროგრამების გახორციელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაღალი პროფესიული დონის მქონე სპეციალისტებისა და მოწინავე მეცნიერებისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რათა სტუდენტებმა შეძლონ თავიანთი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალი სრულად გამოავლენა.ٱƵapp-ს მდიდარი ბიბლიოთეკა და კომფორტული, მეგობრული ატმოსფეროთი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აკადემიური პროცესის ხარისხიან მართვას.
დეკანის მისალმება
რუსუდან ციციშვილი
ჰუმანიტარული მეცნიერებების და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი,
ფილოლოგიის დოქტორი, სრული პროფესორი
„მოგესალმებით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სახელით!
ქვეყნის ინტელექტუალური, შემოქმედებითი თუ საზოგადოებრივი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა წამყვანი დარგები თავიანთ თავზე ორმაგ ფუნქციას იღებენ, რითაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობენ ეროვნული მენტალიტეტის მქონე, პასუხისმგებლობით აღსავსე პიროვნების ჩამოყალიბებას, ხოლო, მეორე მხრივ, მყარ ნიადაგს ქმნიან მცოდნე, ერუდირებული, ლიდერის თვისებებით აღჭურვილი „მსოფლიო საზოგადოების'' ღირსეული წევრის ფორმირებისათვის.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა წარმოგიდგენთ ქართული ფილოლოგიის, ინგლისური ფილოლოგიისა და ისტორიის პროგრამებს, რომლებიც ძირითად სპეციალობაზე სრულყოფილი ფოკუსირების გზით შეძენილი მყარი ცოდნის გარდა გთავაზობთ 21-ე საუკუნის ადამიანისათვის აუცილებელი ზოგადი თუ დარგობრივი, სოციალური თუ ინდივიდუალური კომპეტენციების განვითარებისა და „ხარისხიანი'' სწავლის ეფექტური სტრატეგიების ჩამოყალიბების შესაძლებლობას.
<...