ٱƵapp

ნათია მგელაძე

კურსჸმთავრ᳥ბული

ნათია მგელაძე

ნათია მგელაძე

KPMG Georgia
ფინანსური რისკების უფროსი კონსულტანტი
კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი
2019

"2015 წელს დავამთავრე ٱƵapp-ს ბიზნესის სკოლის Quant (რაოდენობრივი ფინანსები) პროგრამა, ხოლო 2019 წელს გავხდი ٱƵapp-ს მაგისტრი. ბაკალავრიატის მესამე კურსზე ٱƵapp-ს რეკომენდაციით მონაწილეობა მივიღე თიბისი ბანკის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში. 5 ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ გავხდი პროგრამის მონაწილე და გავიარე ერთწლიანი სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში, რის შემდეგაც ამავე ბანკში ვმუშაობდი ფინანსური რისკების, ხოლო მოგვიანებით აქტივ-პასივების მართვის მენეჯერად.

ამჟამად ვმუშაობ KPMG Georgia-ს საკონსულტაციო დეპარტამენტში ფინანსური რისკების უფროს კონსულტანტად და ვკითხულობ ლექციებს ٱƵapp-ში.

უკვე მე-10 წელია ٱƵapp ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა აქ რომ მოვხვდი. ٱƵapp-მ მომცა ფინანსების საფუძვლიანი ცოდნა და ის უნარები, რომლებიც კარიერის პირველივე ეტაპზე დამეხმარა წინსვლაში. უნდა აღვნიშნო არანაკლებ მნიშვნელოვანი შენაძენიც, რომელიც ასევე ٱƵapp-ს სახელს უკავშირდება - ჩემი მეგობრები და უამრავი წარმატებული პროფესიონალი, რომელთაგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

ერთი სიტყვით, ٱƵapp ქმნის ყველა იმ პირობას, რომელიც საჭიროა ხარისხიანი განათლების მისაღებად კომფორტულ და მეგობრულ გარემოში. მე, როგორც ٱƵapp-ს რიგითი კურსჸმთავრ᳥ბული, სრული პასუხისმგებლობით ვუწევ რეკომენდაციას ჩემს უნივერსიტეტს და ვურჩევ მომავალ ٱƵappელებს, რომ არ გაუშვან ხელიდან უნიკალური შანსი გახდნენ კონკურენტუნარიანი პროფესიონალები, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე."

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა