ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

სიტყვა, რომელიც აშშ ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ٱƵapp-ს 10 წლის უიბილეზე წარმოთქვა

სიტყვა, რომელიც აშშ ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ٱƵapp-ს 10 წლის უიბილეზე წარმოთქვა

ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2015

აჩვენე კალენდარზე

დღეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების დღეა! ეს სიტყვა აშშ ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ٱƵapp-ს 10 წლის უიბილეზე წარმოთქვა.

 

მოგ᳥სალმებით,

მიმაჩნია, რომ რეზიუმეს ასე ვრცლად წარმოდგენის ღირებულება სწორედ იმაში მდგომარეობდა,  რომ სტუდენტებისათვის მეიცა შთაგონება, მათაც დააგროვონ ასეთივე დიდი გამოცდილება.

რასაკვირველია წარმოუდგენელი პატივია დღეს, ამ ღნისძიებაზე დასწრება.  ძალზედ სასიხარულო მოვლენაა, როდესაც ჩვენ ავღნიშნავთ და ვზეიმობთ სტუდენტებთან ერთად, მაგრამ ვიდრე გადავალ ძირითად სათქმელზე სამწუხარო ნოტაზე მინდა გადავიტანო თქვენი ყურადღება.

გასულ შაბათ-კვირას ნოუ ჯერსის შტატში საქართველოს ორი პატრიოტი მოქალაქე, გულანთებული ახალგაზრდა, სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ.

ჩვენ ყველანი ვწუხვართ ორი ქართველი, პატრიოტის დაღუპვის გამო, ასევე მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემია, ხოლო აკადემიის ხელმძღვანელმა კი გამოთქვა სურვილი, რომ ჩამოყვეს თვითმფრინავს, რომლითაც გადმოასვენებენ ქართველ კადეტებს.

მინდა, გთხოვოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას.

დიდი მადლობა.

მოგეხსენებათ ეს ორი კადეტი, სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე იყვნენ აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიის სტუდენტები. ნამდვილად მნიშვნელოვანი ჩვენი მხრიდან პატივის მიგება. ეს არის ჩვენი მხრიდან პათოსის გამოვლენა და ახლა შეგვიძლია განვაგრძოთ ٱƵapp-ს იუბილეზე საუბარი.

მოგეხსენებათ, ამ უნივერსიტეტის ევოლუცია ემთხვევა საქართველოს სურვილებს, მისწრაფებებს ევროპისაკენ.

ვითარდება საქართველო და საქართველოსთან ერთად იზრდება ٱƵapp-ც. მინდა მივესალმო რ. მაიკლ ქაუგილს, ელენე ჯამარჯაშვილს, ვინც სათავეში ედგა ამ უნივერსიტეტის დაარსებას. მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით ამ უნივერსიტეტის განვითარებაში.

ٱƵapp-ს შეუძლია იამაყოს 10 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებით.

ٱƵapp ეხმარება თავის სტუდენტებს სრული პოტენციალი გამოავლინონ, გარკვეულწილად არის ზრდის კატალიზატორი და ხიდი, როგორც საქართველოსა და სამყაროს შორის, ასევე პიროვნულ დონეზე.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქართველო ცდილობს გააძლიეროს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები და გაამყაროს ეკონომიკა. ٱƵapp-ს სტუდენტები და კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი არიან კარგად მომზადებულნი იმისათვის, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ, როგორც ეკონომიკის, ასევე უსაფრთხოების სფეროში. აღიარებული ფაქტია, რომ ყალიბზე ჩამოჭრილი პროგრამა არის კონტრპროდუქტიული, ამდენად ٱƵapp ცდილობს ადაპტირება მოახდინოს საქართველოში არსებულ საჭიროებებზე. ٱƵapp სთავაზობს ძირითად და სასერტიფიკატო პროგრამებს. აქ ხარისხიან განათლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, ჰქონდეს მყარი ეკონომიკა, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი, რითაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას სწორედ ამ რეგიონული სირთულეების დროს. რაც უფრო მეტად იქნება საქართველო ეკონომიკურად ძლიერი მით უფრო ძლიერი ეკონომიკური კავშირები ექნება მეზობელ ქვეყნებთან, შეიტანს აქტიურ წვლილს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში და გამყარდება მისი უსაფრთხოება.

განათლება, რომელსაც სტუდენტები ამ უნივერსიტეტში იღებენ ხელს შეუწყობს საქართველოს თავისი საკადრისი ადგილი დაიკავოს გლობალურ ეკონომიკაში, რაც უკვე დაწყებულია.

ხშირად გვესმის თუ რამდენად რთულია აწმყო, რამდენად წარმოუდგენლად რთული იქნება მომავალი, ხშირად ვისმენთ უარყოფით პროგნოზს, მაგრამ როდესაც ვხვდები ახალგაზრდებს, ვხედავ მათ მოტივაციას, ნათელ გონებას, ნამდვილად ვარ დარწმუნებული თუ რაოდენ კარგ ხელში იქნება საქართველოს მომავალი.

ٱƵapp-მ ნამდვილად შესანიშნავი სტუდენტების კოჰორტები გამოუშვა ამ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. რომელნიც თავიანთ წვლილს, თავიანთ როლს ითამაშებენ ქართული საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ საქარველოს მომავალი კარგ ხელშია და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ მნიშვნელობას რომელიც ენიჭება განათელბის, ეკონომიკის და ეროვნული უსაფრთხოების სფეროს. ვამაყობ, ჩემთვის დიდი პატივია, რომ დაკავშირებული ვარ ამ უნივერსიტეტთან უკვე 10 წელი.

გილოცავთ!&Բ;

 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა