ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

ٱƵapp-ს შიდა ოლიმპიადა

ٱƵapp-ს შიდა ოლიმპიადა

კვირა, 20 ნოემბერი, 2016

აჩვენე კალენდარზე

ٱƵapp-ს შიდა ოლიმპიადის დაწყებას ყველა მოუთმენლად ველოდით და აი ეს დღეც დადგა. დღეს, 20 ნოემბერს (2016) შიდა ოლიმპიადა ფეხბურთის ტურნირით გაიხსნა და ٱƵapp-ში საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო ტრადიციას.

ٱƵapp-ს გათვითცნობიერებული აქვს, რომ სპორტი არა მხოლოდ თამაშია, არამედ ცხოვრების წესია, რომელიც ადამიანების, როგორც ფიზიკურ ასევე სულიერ განვითარებას უწყობს ხელს. ფეხბურთი ხომ სწორედ ის სპორტია, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ნათელია, რომ ყველაზე მეტი მსურველი სწორედ აღნიშნულ სახეობას ჰყავდა, რაც იმას სულაც არ ნიშნავს რომ ٱƵapp-ს შიდა ოლიმპიადა მხოლოდ ფეხბურთით შემოიფარგლება.

ٱƵapp-ს ელჩების მიერ ორგანიზებული შიდა სპორტული აქტივობები იქნება მრავალფეროვანი და ყველასთვის სასურველი. ველით თქვენს ჩართულობას. მანამდე კი მხარი დავუჭიროთ ٱƵappელებს, რომლებმაც გამოიჩინეს სიმამაცე და გადაწყვიტეს ყოფილიყვნენ პიონერები. 20 ნოემბერს ٱƵapp-ს შიდა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო შემდეგი შეხვედრებით:

  • ოლიმპოსი (ბიზნესის სკოლა) VS Not Fast Just Furious (სამართლის სკოლა) (13-0)
  • მეორე მერცხალი (ინჟინერიის სკოლა) VS კოპალა და ბიჭები (ბიზნესის სკოლა) (5-8)

ٱƵappტანე (სამართლის სკოლა) VS ٱƵapp აზრი არ აქვს (ბიზნესის სკოლა) (4-8) შემდგომი თამაშები ჩატარდება 27 ნოემბერს, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

  • გრანდი VS მთის ლომები
  • ٱƵappჭიმე VS FC Gazaevi
  • ბასა VS IT

ერთად ვუგულშემატკივროთ მოთამაშეებს და გამოვავლინოთ გამარჯვებული. #WeAreٱƵapp

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა