ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

უახლესი ისტორიის გამოწვევები - რამაზ ფარესაშვილი

უახლესი ისტორიის გამოწვევები - რამაზ ფარესაშვილი

სამშაბათი, 08 დეკემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

8 დეკემბერს (2015), ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ٱƵapp-ში ისტორიკოს რამაზ ფარესაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა. ბოლო დროს ევროპასა და ამერიკაში მომხდარი ტერაქტები ამ შეხვედრის მთავარი ინსპირატორი იყო. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შეჯამებამ, კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვანი მაგალითების განხილვამ და ისტორიული მოდელების გამოყენებით გაკეთებულმა გარკვეულმა პროგნოზმა აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. სხვადასხვა რელიგიური ექსტრემიზმი, ისლამური იდეოლოგია, ესისის მიზანი და მოქმედების სპეციფიკა, ახლო აღმოსავლეთი და ე. წ. „სიშლეგის ქამარი“ მოხსენების შემდეგ გამართული დისკუსიის მთავარი თემები იყო.

რამაზ ფარესაშვილმა, რომელიც ٱƵapp-ში უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ასწავლის, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური რეალობის ღრმა ანალიზი შემოგვთავაზა. ის პირველი ლექტორია, რომელიც ٱƵapp-ელებმა საჯარო ლექციათა ციკლის „ٱƵapp-ღე კარი გამოწვევებს“ მომხსენებლად აირჩიეს.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა