ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

ფულის ისტორია - გიორგი ბაქრაძე ٱƵapp-ში

ფულის ისტორია - გიორგი ბაქრაძე ٱƵapp-ში

შაბათი, 31 ოქტომბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

„ეს პირველი არჩევნებია, რომელშიც მე გავიმარჯვე'' - ასე მხიარულად დაიწყო გიორგი ბაქრაძემ საჯარო ლ᳥ქცია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გახნსა შეხვედრების ციკლი „ٱƵapp-ღე კარი გამოწვევებს''. მისი მოწვევა სწორედ ٱƵapp-ს სტუდენტების ხმათა უმრავლესობით გადაწყდა.

გიორგი ბაქრაძემ ლ᳥ქცია ფულის ისტორიაზე წაიკითხა და ფულის შექმნის წინაპირობების, ფორმებირების და განვითარების თემით სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში გვამოგზაურა. აღმოჩნდა, რომ დამწერლობა კაცობრიობის ისტორიაში პირველ რიგში ვალების ასაღრიცხად შეიქმნა - ადამიანები ცდილობდნენ ჩაენიშნათ ვის ვისი რამდენი მართებდა და ამისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. სიტყვა იუბილეც, რომელსაც დღეს სულ სხვა მნიშვნელობით ვიყენებთ, ეტიმოლოგიურად ვალებისგან გათავისუფლებას ნიშნავს.

პირველი მონეტების და მოგვიანებით ქაღალდის ფული შექმნა, პირველი ბანკირის - პითიასისა და პირველი ეკონომისტის - ორემი გამოჩენა, პირველი ინფლაცია, ჰიპერინფლაცია და სხვა ეკონომიკური პროცესები რელიგიური და კულტურული თავისებურებების ფონზე მიმდინარეობდა. გიორგი ბაქრაძის ისტორიული ექსკურსია დღევანდელობამდე მოვიდა და ბოლოს აღინიშნა, რომ ევროპა, რომელმაც პირველმა შემოიღო ქაღალდის ფული, ნაღდი ფულის გამოყენების გაუქმებაშიც პირველი იქნება.

მოხსენების ბოლოს ტრადიციულად გაიმართა დისკუსია. სტუდენტებმა და ٱƵapp-ს სტუმრებმა გამომსვლელს კითხვები თანამედროვე ეკონომიკურ გამოწვევებზე დაუსვეს. შეხვედრა ხანგრძლივი ტაშით, სამახსოვრო ფოტოების გადაღებითა და მომავალი შეხვედრის დაგეგმვით დასრულდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა