ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

ٱƵapp-ს საგაზაფხულო ბანაკი სკოლის მოსწავლეებისთვის, თელავი

ٱƵapp-ს საგაზაფხულო ბანაკი სკოლის მოსწავლეებისთვის, თელავი

კვირა, 21 აპრილი, 2019

აჩვენე კალენდარზე


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (ٱƵapp) ტრადიციულად აგრძელებს ბანაკების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებისთვის. 20-21 აპრილს (2019) ٱƵapp „პარტნიორები საქართველოს“ ტრენერ-კონსულტანტთან ერთად თელავს ესტუმრა.

შეირჩა 20 უფროსკლასელი, მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ორდღიანი დაუვიწყარი გამოცდილება.

მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა ბანაკის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგი, რომელიც დროისა და სტრესის მართვას ეხებოდა. ტრენინგს უძღვებოდა „პარტნიორები საქართველოს“ ფსიქოლოგ-კონსულტანტი - თეა გველესიანი.

ბანაკს ესწრებოდა ٱƵapp ომბუდსმენი, რომელიც უფროსკლასელებს გაესაუბრა ომბუდსმენის ინსტიტუტის შინაარსსა და მნიშვნელობაზე.

ٱƵapp-ს საგაზაფხულო ბანაკი ასევე, ითვალისწინებს პრაქტიკულ კომპონენტს - ٱƵapp Game. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო აქტივობა მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

საღამო სასიამოვნო გარემოში გაგრძელდა, სადაც გამოვლინდა ٱƵapp Game-ის გამარჯვებული გუნდი. ბანაკის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და პრიზები.

ბანაკების ორგანიზებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ٱƵapp-ს სტუდენტური ელჩები.



სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა