ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

პირველკურსელთა გაცნობის დღე ٱƵapp-ში

პირველკურსელთა გაცნობის დღე ٱƵapp-ში

ოთხშაბათი, 12 სექტემბერი, 2018

აჩვენე კალენდარზე

12 სექტემბერს (2018) ٱƵapp-ში პირველკურსელთა ტრადიციული მიღება გაიმართა. მორთული ეზო, ٱƵappბენდის ცოცხალი მუსიკა, პრეზიდენტის რ. მაიკლ ქაუგილის მისალმება, მხიარული განწყობა, საზეიმო ტორტი, ბრენდირებული საჩუქრები და სიურპრიზები - ეს ის დეტალებია, რომლებიც რეგისტრაციის დღესა და პირველ შთაბეჭდილებას პოზიტიურ მოგონებად აქცევს. ყველაზე მთავარი კი ახალი ٱƵappელების მოღიმარი სახეები და მოტივირებული განწყობა იყო!

ამ დღეს ყოველთვის მოუთმენლად ველით, მადლობას ვუხდით ჩვენს სტუდენტებს, ٱƵapp PR კლუბის წევრებს. ეს ის ٱƵappელები არიან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ٱƵapp-ში გამართულ ყველა ღონისძიებაზე და დიდი წვლილი შეაქვთ ٱƵapp-ს საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებაში. მათი დამსახურებით ٱƵapp-ში ყოველი დღე უფრო და უფრო ლამაზდება. განსაკუთრებული მადლობა კი Ҵბ᳥ნდს, რომელიც ٱƵapp-ს გულია! ყოველ ღონისძიებას სასიამოვნო მუსიკით აფორმებენ.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა ٱƵapp ომბუდსმენიც. მან პირველ კურსელებს გააცნო ომბუდსმენის ინსტიტუტის ფუნქციების შესახებ ზოგადი ინფორმაცია, მისი როლი სტუდენტურ ცხოვრებაში და პროცედურული საკითხები.

დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერს მეტრომარტს, Metromart • მეტრომარტი რომელიც ღონისძიების სპონსორი გახლდათ. მათ დააჯილდოვეს თითოეულ ფაკულტეტზე უმაღლესი ქულებით ჩარიცხული სტუდენტები.

უკვე ٱƵappელებო, გისურვებთ აგისრულდეთ ყველა ის სურვილი, რომელიც ჰელიუმის ბუშტებით ٱƵappშვით ჰაერში და გახსოვდეთ, ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს საუნივერსიტეტო ცხოვრებას!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა