ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

საახალწლო ღონისძიება, ბენდის დაბადების დღე და მარსის ნაძვის ხეების კონკურსი

საახალწლო ღონისძიება, ბენდის დაბადების დღე და მარსის ნაძვის ხეების კონკურსი

ხუთშაბათი, 24 დეკემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

2015 წელი ٱƵappელებმა ერთად და მხიარულად გააცილეს. 24 დეკემბერს 18:30 საათზე ٱƵapp-ში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ნაძვის ხეების კონკურსს, ٱƵapp ბენდის დაბადების დღეს, გათამაშებას, კონცერტს, საიდუმლო სანტების გამოვლენასა და ٱƵappელი DJ-ის საღამოს მოიცავდა. პრიზებითა და სიურპრიზებით სავსე ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებიც იყვნენ: ٱƵapp-ს დამფუძნებლები თამარ ციციშვილი და სოფო შუბლაძე, მხატვარი ზალიკო სულაკაური და ფოტოგრაფი გურამ მურადოვი.

ნაძვის ხის კონკურსში მონაწილეობა ყველა სკოლის 4-მა გუნდმა მიიღო. გამარჯვება კი იმ შემადგენლობამ მოიპოვა, რომელშიც ორი ფაკულტეტის სტუდენტები გაერთიანდნენ: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლა და სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა.

სპეციალური ჟიურის წევრები იყვნენ:

  • ٱƵapp-ს სანტა კლაუსი - პრეზიდენტი - რ. მაიკლ ქაუგილი
  • ٱƵapp-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი - თამარ ციციშვილი
  • ٱƵapp-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ნინო ტოროჯაძე
  • ٱƵapp-ს ნაძვის ხეების ექსპერტი და ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომელი - ანა ჩორგოლაშვილი
  • მხატვარი ზალიკო სულაკაური, რომელმაც გამარჯვებული გუნდის წევრები პერსონალური კარიკატურებით დაასაჩუქრა.

სტუდენტებმა კონკურსის პირობის მიხედვით მარსზე აღმოჩენილი ქართული ჯიშის ნაძვის ხის ხელოვნური ასლები მორთეს. გუნდებმა მარსული ნაძვის ხის ძალიან ორიგინალური გადაწყვეტა შემოგვთავაზეს და დეკორაციასთან ერთად მარსის ბინადრებიც განასახიერეს.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა:

  • კონკურსში მონაწილეობის სიგელი;
  • ٱƵapp-ს საახალწლო ბრენდირებული სუვენირები;
  • ჸსაჩუქრჸენ -ის მიერ ჯომარდობის ტურით (რომელიც გაიმართება გაზაფხულზე);

გამარჯვებული გუნდის წევრები კი კარიკატურებთან ერთად ჸსაჩუქრჸენ სარაჯიშვილის სასაჩუქრე კონიაკით, რომელიც სპეციალურად ٱƵapp-ს კონკურსის გამარჯვებულთათვის იყო ბრენდირებული. მათ ასევე გადაეცათ ელექტრონული წიგნები -სგან.

იუბილარმა ٱƵapp ბენდმა კი დაბადების დღეზე ٱƵapp-სგან ელექტრო გიტარა და მადლობის სიგელები მიიღო ٱƵapp-ს სტუდენტური ცხოვრების ٱƵappმჯობესებისთვის. საზეიმო ტორტი ٱƵapp ბენდის წევრების გამოსახულებით მათთან ერთად ٱƵapp-ს პრეზიდენტმა გაჭრა. საღამო DJ Ramy-ს კლუბური მუსიკით დასრულდა. 

ღონისძიების ვიდეო იხილეთ ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=v6A4Ei0JnyE&list=PLqq8kKx8Ow0dIyPOG7Epirwo0ioEmMIuI&index=1

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა