ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

გასვლითი ლექცია ٱƵappელებისთვის 18-19 მარტი

გასვლითი ლექცია ٱƵappელებისთვის 18-19 მარტი

კვირა, 19 მარტი, 2017

აჩვენე კალენდარზე

მხიარულება ავტობუსშივე დაიწყო. ٱƵapp-ს მესამე კურსის სტუდენტები 18-19 მარტს (2017) გასვლითი სემინარის ფარგლებში წყნეთში, ბაქსვუდის სკოლის კამპუსში გაემგზავრნენ. 40-ზე მეტმა ٱƵappელმა გაიარა ტრენინგი „წარმატების ფორმულა“, რომელიც ბიზნესის სკოლის ლექტორმა, დინა ასლამაზიშვილმა ჩაატარა. ინგლისურ და ქართულ ენაზე მიღებულ ინფორმაციას, მოჰყვა პრაქტიკული დავალება ჯგუფური მუშაობაობითა და პრეზენტაციების მომზადებით. მხიარულება აქ გაგრძელდა და პრეზენტაციებმა დიდი ხალისით ჩაიარა.

ٱƵappელებს სადილად ٱƵapp-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნინო ტორონჯაძე ეწვივნენ. ვახშმის შემდეგ კი გასართობი პროგრამა დაიწყო და სტუდენტები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში შეეჯიბრნენ. დღე ელექტრონული მუსიკით დასრულდა, დაუკრა DJ ٱƵappCHER-მა ანუ ٱƵappელმა გიორგი შათირიშვილმა. ჯგუფი თბილისში 19 მარტს ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა.

ამ ტრენინგით დაიწყო ٱƵappელებისთვის კამპუსური გამოცდილება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა