ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

სოლიდარობა ძალადობის მსხვერპლ ქალებს

სოლიდარობა ძალადობის მსხვერპლ ქალებს

ოთხშაბათი, 02 დეკემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ადამიანის უფლებათა კვირეულის პირველი დღე ٱƵapp-ში ნარინჯისფერი იყო. 2 დეკემბერს (2015) 11.00 საათზე ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ٱƵapp-ს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას ტრეფიკინგის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ.

ფონდის დირექტორმა თამუნა ბარკალაიამ და იურიდიული დეპარამენტის ხელმძღვანელმა ირმა ალადაშვილმა კანონმდებლობაზე, სტატისტიკაზე, თავშესაფრის პრინციპებსა და საინტერესო მაგალითებზე ისაუბრეს. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა კი აუდიტორიას პირადი ნეგატიური გამოცდილება გულწრფელად გაუზიარა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და ქალთა ძალადობის წინაამღდეგ მიმდინარე კამპანიის ფარგლებში მომზადებული კლიპის ჩვენება. სტუდენტებმა სტუმრებისგან საინფორმაციო ბუკლეტები და მაისურები მიიღეს. ٱƵapp-ელების მიერ დამზადებული რიბონები კი მთელი დღის განმავლობაში გადადიოდა ხელიდან ხელში და თემის აქტუალიზაციასთან ერთად სოლიდარულ განწყობას ქმნიდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა