7 ივლისს (2020), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ٱƵapp) მორიგი ონლაინ საჯარო ლექცია გაიმართა. როგორია სტარტაპერების ცხოვრება პანდემიის პირობებში, რა გავლენა მოახდინა სტარტაპერებზე და მათ კომპანიებზე ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილმა სიტუაციამ. რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, როგორ გადალახეს დაბრკოლებები, რა გეგმები, რჩევები და რეკომენდაციები აქვთ - ამ ყველაფრის შესახებ მოგვიყვებიან და გამოცდილებას გაგვიზიარებენ ٱƵapp-ს ბიზნესის სკოლის კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი და სტარტაპერები.
ჩვენი სტუმრები იყვნენ:
- ნიკა აბაშიძე - CARU-ს დამფუძნებელი
- ანანო დოლაბერიძე - Phubber App-ის დამფუძნებელი
- ირაკლი ალხანაიძე - Play2learn-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
- ნოდო ივანიძე - WiFisher-ის თანადამუძნებელი და CEO
შეხვედრას მოდერატორობას უწევდა ٱƵapp-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი და ასევე, სტარტაპერი, ნატო ტორონჯაძე.