ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე ٱƵapp-ში - იუსტიციის მინისტრი

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე ٱƵapp-ში - იუსტიციის მინისტრი

ხუთშაბათი, 10 დეკემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ადამიანის უფლებათა კვირეული ٱƵapp-ში იუსიტიციის მინისტრის სტუმრობით დასრუდა. 10 დეკემბერს (2015), ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, თეა წულუკიანი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ٱƵapp) სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრა ٱƵapp-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა. იუსტიციის მინისტრმა ადამიანთა უფლებების დაცვისა და ზოგადად ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიმართულ რეფორმებზე ისაუბრა. თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ნაბიჯებზე, რომლებიც სასამართლოსა და პროკურატურის პოლიტიკისგან გათავისუფლებას, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას, არასრულწლოვანთა ახალ ჰუმანურ კოდექსს, არჩევნების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას ემსახურება.

საუბარი უშუალო და გულახდილი იყო. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც ٱƵapp-ს სტუდენტებმა და ლექტორებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.

იუსტიციის მინისტრმა საკუთარი სტუდენტობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღევანდელ ახალგაზრდებს წინსვლისა და განვითარებისთვის შეუდარებლად უკეთესი მოცემულობა აქვთ. თეა წულუკიანმა ისაუბრა ფასეულობებზე, რომელსაც საქმის ერთგული ადამიანები ახალგაზრდებს დაუტოვებენ და რომლებიც მათ არასდროს უნდა დათმონ. შეხვედრა სამახსოვრო ფოტოებისა და სტუდენტებთან „სელფების“ გადაღებით დასრულდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა