ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

საქართველო - აშშ მეგობრობის 27 წელი

საქართველო - აშშ მეგობრობის 27 წელი

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2019

აჩვენე კალენდარზე


2 მაისს (2019) ٱƵapp-მ უმასპინძლა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობის 27 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელსაც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელჩი როს უილსონი ესწრებოდა.

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. მას შემდეგ, წლიდან წლამდე ძლიერდება და ღრმავდება ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრობა. ٱƵapp-ში საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

ٱƵapp-ს პრეზიდენტის, რ. მაიკლ ქაუგილისა და ელჩი როსს უილსონის მისალმებასთან და ٱƵapp-ს სტუდენტების მიერ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნის შესრულებასთან ერთად, ღონისძიება ასევე მოიცავდა ٱƵapp-სა და აშშ-ის ერთობლივი პროექტების პრეზენტაციას, რომელთა შორისაა ٱƵapp-ში შექმნილი და პალიტრა ლ-ის მიერ გამოცემული უნიკალური კრებული „ქართული ანბანი - 33 ემოცია“: კრებული ორენოვანია და თარგმანზე ამერიკელმა ქართველოლოგმა, ერიკ თეოფან ჰალვორსონმა იმუშავა.

ღონისძიებას ცოცხალი მუსიკით აფორმებდა ٱƵapp-ბენდი, აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო  თემატურ თამაშებში და დაეგემოვნებინა ქართული და ამერიკული ტრადიციული კერძები.

ღონისძიება დასრულდა პერფორმანსით: ٱƵapp-ს IT ლაბორატორია „ჯეოლაბის“ ბინადარი რობოტის ცეკვითა და სტუდენტური ფლეშმობით.



სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა