ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირის ფინალი

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირის ფინალი

კვირა, 12 მაისი, 2019

აჩვენე კალენდარზე

12 მაისს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (ٱƵapp) ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირის ფინალი გაიმართა. ტურნირი ٱƵapp-სა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირი, რომელიც ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის წახალისებას ემსახურება და პოპულარული ფორმატია მსოფლიოში, საქართვ᳥ლოშისკǃებს შორის პირველად ჩატარდა და მასში 7 გუნდი იღებდა მონაწილეობას თბილისის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლიდან.

ორი ჯგუფური ეტაპის შეჯამებით დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა ტურნირის სამი ფინალისტი:

1. ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 სკოლა - 84.50 ქულა
2. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 სკოლა - 83.33 ქულა
3. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - 82.33 ქულა


ჟიურის გადაწყვეტილებით, ახალგზარდა ნატურალისტთა ტურნირის გამარჯვებული გახდა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199-ე სკოლის გუნდი. დაძაბული ფინალის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ٱƵapp-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა, ტურნირის ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა. მათ ხაზი გაუსვეს ამ პროექტის მნიშვნელობას და წარმატება უსურვეს თითოეულ მონაწილეს.

გამარჯვებულ გუნდს მენტორთან ერთად ٱƵapp-სგან საჩუქრად გადაეცემა 2-დღიანი საგზური კახეთში, სასტუმროში "როიალ ბატონი", ხოლო კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით. ფინალური ტურის მონაწილეებს ასევე გადაეცემათ ვაუჩერები სხვადასხვა გასართობ აქტივობებზე (ფეინთბოლი, ბოულინგი, კარტინგი).

ٱƵapp წარმატებას უსურვებს ახალგზარდა ნატურალისტთა ტურნირის თითოეულ მონაწილეს!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა