ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

BMB-ის სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის

BMB-ის სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის

სამშაბათი, 09 ივნისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა - ამ თემაზე გასვლითი შეხვედრა BMB-ის კურსის მსმენელებმა ამჯერად კასპის რაიონში, ლამისყანის საჯარო სკოლაში გამართეს. ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებმა მოზარდებს თავიანთი გამოცდილება, BMB-ის კურსის შესახებ შთაბეჭდილება, კარიერული შეცდომები და წარმატების ისტორია გაუზიარეს. შეხვედრას 50-მდე მოსწავლე დაესწრო. გულწრფელმა საუბრებმა ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

ამ ფოტოებით თქვენ არა მხოლოდ შეხვედრის ამსახველ კადრებს ნახავთ, არამედ ლამისყანის სკოლის სავალალო ატმოსფეროსაც გაეცნობით. სამწუხაროდ ეს სკოლა არ არის გამონაკლისი. ٱƵapp-სა და BMB-ის სოცილაური პროექტის მიზანი სწორედ ასეთი მოზარდების მხარდაჭერაა.

შეხვედრის ბოლოს ლამისყანის სკოლის მოსწავლეებმა ٱƵapp-სგან საჩუქრად თანამედროვე ქართული ლიტერატურა მიიღეს.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა