ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის მალაგას უნივერსიტეტში, ესპანეთში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის მალაგას უნივერსიტეტში, ესპანეთში!

ორშაბათი, 10 აპრილი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს გაცვლით პროგრამას ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, მალაგას უნივერსიტეტში, ესპანეთში!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • ٱƵapp-ს ადმინისტრაციულ პერსონალს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა, ესპანური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • შერჩეული აპლიკანტი უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად, ჯამში 1120 ევროს. 
  • 820 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • ბიომეტრული პასპორტი; 
  • პასპორტის ფოტო
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (training); 

შერჩების კრიტერიუმები: 

ٱƵapp-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისათვის

შესარჩევი პროცესი:

  • კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • მაისი, 2023

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 26 აპრილამდე, 19:00 საათამჸ&Բ;გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "მალაგას უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი" 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: anarveladze@gau.edu.ge


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა