ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

,,პირველი შემთხვევის ადგილზე“ (FOTS)

,,პირველი შემთხვევის ადგილზე“ (FOTS)

ორშაბათი, 27 თებერვალი, 2023

აჩვენე კალენდარზე

თუ არ იცი როგორ უნდა გაუმკლავდე სიტუაციას და დაეხმარო დაზარალებულს, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში

მაშინ მოდი NAEMT-ის ტრენინგ-კურსზე ,,პირველი შემთხვევის ადგილზე“ (FOTS), რომელსაც ٱƵapp-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრის საერთაშორისო სერტიფიკატების მქონე ინსტრუქტორთა მაღალკვალიფიციური გუნდი ატარებს.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ٱƵapp) მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი 2020 წლიდან ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი და NAEMT-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრია.

25 თებერვალს ტრენინგ ცენტრმა, საქართველოს მოტოფედერაციის წარმომადგენლებს უკვე ხელმეორედ უმასპინძლა, ტრენინგზე "პირველი შემთხვევის ადგილზე" (FOTS). 

მონაწილეები გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ძირითად პრინციპებს, განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: სისხლდენის მართვა, სასუნთქი გზების გახსნა, გულფილტვის რეანიმაცია, დაზარალებულის ჩაფხუტის უსაფრთხოდ მოხსნა და დამწვრობის მართვა. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერთიფიკატები.

ٱƵapp-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი ამზადებს ყველა დაინტერესებულ მსურველს თანამედროვე მეთოდოლოგიით, უახლესი გაიდლაინებითა და რეკომენდაციებით.

დარეგისტრირდი FOTS-ის კურსზე დღესვე:

გაიგე მეტი ტრენინგ ცენტრის შესახებ:



სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა