ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

ٱƵapp-ს საერთაშორისო სპორტული მარათონი

ٱƵapp-ს საერთაშორისო სპორტული მარათონი

ხუთშაბათი, 27 აპრილი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ٱƵappSportify - გამოხატე შენი სპორტული სულისკვეთება და გაუმრავალფეროვანდი!


ჩვენ ვაერთიანებთ მრავალფეროვნებას, ვიზიარებთ სპორტის, გუნდურობისა და საერთაშორისო სტუდენტური კავშირების მნიშვნელობას. ამიტომ შევქმენით ٱƵapp-ს საერთაშორისო სპორტული მარათონი, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთის ჩემპიონატმა 6 სხვადასხვა უნივერსიტეტის ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტები გააერთიანა.


18-22 აპრილს, სპორტულ მარათონში მონაწილეობას ٱƵapp-ს, კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის მედიცინის აკადემიის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტები იღებდნენ.


ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალში კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა Open Hearts ღირსეული მეტოქეობა გაუწია თბილისის მედიცინის აკადემიის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდს Hustlers, რომელიც საქართველოში პირველი საერთაშორისო ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მესამე საპრიზო ადგილი კი ٱƵapp FC-მ დაიკავა.


ვულოცავთ გამარჯვებულებს და თითოეულ მონაწილე გუნდს წარმატებულ, ენერგიულ და შეუპოვარ ასპარეზობას!


ٱƵapp-ს სპორტული მარათონი იმპულსია, ٱƵappSportify!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა