ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

ٱƵapp-ს შიდა ოლიმპიადა ფეხბურთში

ٱƵapp-ს შიდა ოლიმპიადა ფეხბურთში

კვირა, 18 დეკემბერი, 2016

აჩვენე კალენდარზე

უკვე ორი თვეა, რაც ٱƵapp-ში შიდა ოლიმპიადების ციკლი ფეხბურთის ტურნირით გაიხსნა, 18 დეკემბერს (2016) კი საფინალო შეხვედრა გაიმართა ორ ყველაზე ძლიერ გუნდს შორის: ,,აზრი არ აქვს'' ,,კოპალა და ბიჭები''. 

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე გუნდი გამარჯვებისკენ ილტვოდა და მღელვარება დიდი იყო, თამაში თავიდანავე დაძაბულად წარიმართა. თამაშის მიწურულს კი საზეიმოდ დასახელდა გამარჯვებული გუნდი. ٱƵapp-ელ ოლიმპიელებს გადაეცათ დაპირებული პრიზები და ٱƵapp-ს შიდა თასი. დაჯილდოებას ესწრებოდა ٱƵapp-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი.

მაშ ასე, ٱƵapp-ს პირველი შიდა ოლიმპიადის ღირსეული გამარჯვებული გახლავთ ბიზნესის სკოლის გუნდი: „კოპალა და ბიჭები“. გუნდის კაპიტანი კი ჯემალ ბერიძე. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ფულადი პრიზი. ტურნირის ბომბარდირი კი გახდა გენო ზარია 15 გოლით. 

ჩვენ ვულოცავთ გენოს და მისი გუნდის ყველა წევრს გამარჯვებას. ვიმედოვნებთ, რომ ისინი მომავალშიც ჩაერთვებიან ٱƵapp-ს სპორტულ ღონისძიებებში და გარესაუინივერსიტეტო აქტივობებში. 

სამომავლო სპორტული ტურნირების შესახებ ინმფორმაციას, რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში ٱƵapp-ს ოფიციალური Facebook და Web გვერდებიდან შეიტყობთ, ველით თქვენს ჩართულობას. 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა