ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

ٱƵapp-ს სტუდენტები HSPV NRW-ის ორგანიზებულ Summer School-ში მიიღებენ მონაწილეობას, გერმანიაში!

ٱƵapp-ს სტუდენტები HSPV NRW-ის ორგანიზებულ Summer School-ში მიიღებენ მონაწილეობას, გერმანიაში!

ორშაბათი, 15 მაისი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ٱƵapp-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტები HSPV NRW-ის ორგანიზებულ Summer School-ში მიიღებენ მონაწილეობას, გერმანიაში!

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი წლიდან წლამდე  ქმნის კიდევ უფრო მრავალფეროვან საერთაშორისო კავშირებს სტუდენტების გლობალური შესაძლებლობებისთვის, რათა ٱƵappელებმა მიიღონ  საერთაშორისო განათლებაზე დაფუძნებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაიღრმავონ პროფესიული კავშირები მსოფლიოს მასშტაბით.

სწორედ ამიტომ, ٱƵapp-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის გადაწყვეტილებით წელს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საჯარო მართვისა და პოლიციის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ამირან თუთარაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ანა ჯიჯავაძე მიიღებს.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საჯარო მართვისა და პოლიციის უნივერსიტეტი წელს რიგით მეორე საზაფხულო სკოლას აორგანიზებს, ადგილობრივი და პარტნიორი უნივვერსიტეტების სტუდენტ᳥ბისთვის.

საზაფხულო სკოლის მიზანი გარდა ცოდნის მიღებისა, რომელიც წელს "Achieving the 2030-Agenda/SDGs”-ის თემის გარშემოა, ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტების დაახლოებას, გაცნობას და ერთმანეთში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა