ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

საერთაშორისო ლიტერატურული სიმპოზიუმი ٱƵapp-ში!

საერთაშორისო ლიტერატურული სიმპოზიუმი ٱƵapp-ში!

ოთხშაბათი, 05 ივლისი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ٱƵapp პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც The Society of Korean Literary Creative Writing-ის (Korea) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ლიტერატურულ სიმპოზიუმს უმასპინძლა, თემით: ‘’Literature, Language and Civilization”. (3.07.23)

სიმპოზიუმის გახსნა დაეთმო მოწვეული სტუმრების მისალმებასა და კორეული ენის დამწერლობის გაცნობით პერფომანს.

კონფერენციას ესწრებოდა კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ბატონი კიმ ტონგ ოპი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი და ٱƵapp-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი, რუსუდან ციციშვილი.

სიმპოზიუმი აერთიანებდა 5 სხვადასხვა ქვეყნის მონაწილე მწერლებს, პოეტებსა და შემოქმედებს გარდა ამისა, კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ٱƵapp-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის პროფესორები, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებიც, რომლებიც სადისკუსიო ფორმატში ერთმანეთს თავიანთ ნაშრომებსა და საკვლევ თემებს უზიარებდნენ.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა