ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

ٱƵapp Minecraft Creative Challenge 2021 წარმატებით დასრულდა

ٱƵapp Minecraft Creative Challenge 2021 წარმატებით დასრულდა

კვირა, 16 მაისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

პირველად საქართველოში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ٱƵapp) ინფორმატიკისა (IT) და ინჟინერიის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა Minecraft Creative Challenge სკოლის მოსწავლეებისთვის.

Minecraft ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული თამაშია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოთამაშეებს შეისწავლონ პროგრამირების უნარების საფუძვლები, შეიძინონ გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და პროექტების მართვის უნარები. Minecraft გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნებისთვისაც და იდეალური გარემოა შემოქმედებითობის და „საზღვრებს მიღმა“ აზროვნების განვითარებისთვის.

ٱƵapp Minecraft Creative Challenge-ის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს რამდენიმე ეტაპი, ფინალისტები კი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ Minecraft-ის creative mode-ში კონკრეტული თემის გარშემო საუკეთესო კონსტრუქციის/ნამუშევრის შექმნაში!

შეჯიბრის დაწყებამდე რჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ მასტერკლასებს ٱƵapp-ის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ლექტორებისგან, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მშენებლობის თემებზე.


ٱƵapp Minecraft Creative Challenge 2021 წარმატებით დასრულდა! ფინალურ ეტაპზე მონაწილეებს ისეთი რამის აგება დაევალათ, რაც, მათი აზრით, საქართველოში უკეთეს მომავალს შეუწყობდა ხელს.

  • ٱƵapp Minecraft Creative Challenge 2021 წლის გამარჯვ᳥ბული გახდა ნიკოლოზ მდივანი, გივი ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემიიდან;
  • მეორე ადგილზე გავიჸ ირაკლი ჯახაია, სკოლა აიბი მთიებიდან;
  • მესამე ადგილი ჸიკავა დავით სამხარაძემ, სკოლა-პანსიონი კომაროვიდან;
  • ჩვენი ინოვაციური IT ლაბორატორიის, &Բ;რჩეული გახდა ანდრო მურადაშვილი, თბილისის 175-ე საჯარო სკოლიდან;  
  • ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის რჩეული გახდა ლუკა ჯიქია, თბილისის 126-ე საჯარო სკოლიდან.


საპრიზო ფონდი:

პირველი ადგილის მფლობელს საჩუქრად გადაეცა:

  • ყურსასმენი Marshall Major III Bluetooth Black და ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით!
  • 1,000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება ٱƵapp-ში ჩაბარების შემთხვევაში;

მეორე ადგილის მფლობელს გადაეცა:

  • ყურსასმენი Marshall Major III Bluetooth Black და ფულადი ჯილდო 250 ლარის ოდენობით!
  • 600 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება ٱƵapp-ში ჩაბარების შემთხვევაში;

მესამე ადგილის მფლობელს გადაეცა:

  • ٱƵapp-ს სასაჩუქრე ნაკრები;
  • 400 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება ٱƵapp-ში ჩაბარების შემთხვევაში.

ჯ᳥ǃაბის რჩეულს სრულად დაუფინანსდება ჯ᳥ǃაბის კურსი, მისთვის საინტერესო და სასურველი მიმართულები!

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის რჩეულს საჩუქრად გადაეცა ბიბლუსის ვაუჩერი.

#WeAreٱƵapp #ჩვენვქმნითმომავალს&Բ;

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა