ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

,,რა არის შენი შინაარსი?" ღია კარის დღე ٱƵapp-ში!

,,რა არის შენი შინაარსი?" ღია კარის დღე ٱƵapp-ში!

ხუთშაბათი, 22 დეკემბერი, 2022

აჩვენე კალენდარზე

რა არის შენი შინაარსი?

ამ კითხვის დასმით საკუთარი თავის შეცნობის გზა სკოლის მოსწავლეებისთვის 21 დეკემბერს (2022), ٱƵapp-ში დაიწყო.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს უხსნის კარს თვითშემეცნებისა და საკუთარი მეს პოვნისკენ, რათა პასუხი გაეცეს ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვას: ,,რა არის შენი შინაარსი?“

მასტერკლასში ათობით სკოლის მოსწავლე ჩაერთო, დასასრულს კი ტრადიციულად, გაეცა პასუხები დასმულ შეკითხვებს, რომლებიც უკავშირდებოდა ٱƵapp-ს საბაკალავრო პროგრამებს, გრანტებს, გაცვლით პროგრამებს, დასაქმებასა და სტუდენტურ ცხოვრებას. გარდა ამისა, მოსწავლეებს კვლავ მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ მათთვის სასურველი მიმართულების დეკანებს და გაეგოთ მეტი პროგრამის კურიკულუმსა და სასწავლო პროცესზე.

თუ ეძებ შენს შინაარსს, მაშინ როგორც ჩვენი მეგობრები იტყოდნენ რას ელოდები? არ გაჩერდე, იარე შენი გზით, თვითგამოიხატე და რაც მთავარია, გაუმრავალფეროვანდი აქ და ახლა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა