ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

თიბისი სტარტაპერისა და ٱƵapp-ს ერთობლივი სტარტაპ კურსის დახურვა

თიბისი სტარტაპერისა და ٱƵapp-ს ერთობლივი სტარტაპ კურსის დახურვა

პარასკევი, 21 დეკემბერი, 2018

აჩვენე კალენდარზე


21 დეკემბერს (2018) ٱƵapp-სა და სტარტაპერის ერთობლივი სტარტაპ კურსის დახურვა შედგა. მონაწილეობას იღებდა 30 სტუდენტი, კურსის დასაწყისში სტუდენტები დაიყვნენ 5 კაციან ჯგუფებად. კურსის ფარგლებში გაიარეს ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული თემები, პროცესის მენეჯმენტი, ციფრული მარკეტინგის ტენდენციები, გუნდის მართვა და კორპორატიული პასუხისმგებლობის საკითხები.

კურსის საზეიმო დახურვის დღეს კი თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა თავიანთი ბიზნეს იდეა. ჟიური შედგებოდა 5 წევრისგან, რომელთა შორის იყვნენ ٱƵapp-ს ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე, ნატო ტორონჯაძე, ٱƵapp-ს ბიზნესის სკოლის IT მიმართულების ხელმძღვანელი,თორნიკე მოსიაშვილი და ბიზნესის მხარდაჭერის გუნდინათია ჭანტურია, მარიამ კიკალეიშვილი,ანა თოთიბაძე.

გამოვლინდა გამარჯვებული, გუნდი სახელად ,,მარტივიę’. მათ გადაეცათ საჩუქრები ٱƵapp-სგან და თიბისი ბანკისგან.

ٱƵapp წარმატებას გისურვებთ!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა