ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ٱƵapp-სა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ٱƵapp-სა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან

ორშაბათი, 03 თებერვალი, 2020

აჩვენე კალენდარზე

3 თებერვალს (2020) ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (ٱƵapp) საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის ფარგლებში ٱƵapp-ს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეღავათიანი პირობებით ჩაერთონ საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში, მიიღონ საჯარო აუდიტის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გაიუმჯობესონ წვდომა სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსთან, დაესწრონ ტრენინგ-კურსებს და გაიარონ სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ٱƵapp-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა, გელა წიკლაურმა მოაწერეს. უახლოეს მომავალში ٱƵapp-ში ღია კარის დღე მოეწყობა და სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სერვისების შესახებ.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა