ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

ٱƵapp დასავლეთ საქართველოში

ٱƵapp დასავლეთ საქართველოში

კვირა, 14 თებერვალი, 2016

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგელები „საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებათა ერთობლივი პროექტის ფარგლებში'' შეხვედრებს რეგიონებში მართავენ.

12-14 თებერვალს ٱƵapp-ს პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი, მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ٱƵapp-ს სტუდენტები ბათუმს, ოზურგეთსა და ქუთაისს ეწვივნენ.

პროფესიული ორიენტაციის თემაზე გამართულ შეხვედრა-ტრენინგებში 30-ზე მეტი სკოლის 200-მდე წარმომადგენლი მონაწილეობდა. სწორი პროფესიული არჩევანი და კარიერის დაგეგმვის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის იყო. ٱƵapp-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი აბიტურიენტებს იმ ორიენტირებსა და უნივერსალურ ფორმულებზე ესაუბრა, რომლებიც მათ საკუთარ სურვილებში, შესაძლებლობებსა და დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებში გარკვევას გაუადვილებს.

მოსწავლეების ნაწილი უკვე ჩამოყალიბებულია საკუთარ არჩევანში, ნაწილს კი ახლა უწევს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება. აბიტურიენტები ٱƵapp-ს პროგრამებით ახალი საფასო პოლიტიკითა და სტუდენტური ცხოვრებით დაინტერესდნენ, რაზეც ამომწურავი პასუხები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ٱƵapp-ს ელჩებისგან (სტუდენტებისგან) მიიღეს. ٱƵapp-ს ელჩებმა თანატოლებს საუნივერსიტეტო ცხოვრების დეტალები უამბეს და საკუთარი გამოცდილება გულწრფელად გაუზიარეს.

ეს მოგზაურობა ٱƵapp-ელებისთვის ახალი, სასიამოვნო გამოცდილება, აბიტური᳥ნტებისთვის კი უამრავი სასარგებლო ინფორმაცია და მათივე თქმით, ძალიან პოზიტიური ნაცნობობა იყო.

შეხვედრების ბოლოს გათამაშდა ٱƵapp-ს სასწავლო ვაუჩერები, რომლებიც ათამდე იღბლიან აბიტურიენტს ერგო.

განათლების თანამედროვე გამოწვევებსა და პროფესიული ორინეტაციის განვითარებაზე შეხვედრები ٱƵapp-ს ინიციატივითა და საქართველოს სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. რეგიონული შეხვედრების ორგანიზებაში საქართველოს იურისტთა ასოციაცია ჩაერთო, რომელიც ხუთი წელია ٱƵapp-ს პარტნიორი ორგანიზაციაა და სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლასთან ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა