ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

JBT, ანუ Junior Business Training სკოლის მოსწავლეებისთვის

JBT, ანუ Junior Business Training სკოლის მოსწავლეებისთვის

კვირა, 08 დეკემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

7-8 დეკემბერი (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ٱƵapp) ორგანიზებით გაიმართა Junior Business Training, ჩვენი წლევანდელი თამაშის Junior Business Competition-ის (JBC) მონაწილე გუნდებისთვის ქალაქგარეთ, მცხეთაში. ორდღიან ბანაკში, რომელიც ٱƵappმ სრულად დააფინანსა, მონაწილეობას იღებდა სკოლა ქორალი, აიბი მთიები და პირველი ექსპერიმენტული სკოლა.

ბანაკი მოიცავდა ტრენინგს ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, რომელსაც ٱƵapp-ს ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორები ლევან გაჩეჩილაძე და გიორგი ჩინჩალაძე უძღვებოდნენ. მეორე კომპონენტი იყო ٱƵapp GAME - ეს არის გასართობი და შემეცნებითი ტიპის თამაში, რომლის გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ ილუზიების მუზეუმის ბილეთები.

ტრენინგის ფარგლებში მოეწყო ფილმის ჩვენება და გაიმართა დისკუსია, რომელსაც ٱƵapp-ს განვითარების მენეჯერი, გია ჩქოფოია უძღვებოდა.

შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სკოლის მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.

ტრენინგის დასასრულს სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. 

ٱƵapp წარმატებას უსურვებს თითოეულ მონაწილეს!

#WeAreٱƵapp

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა