ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

MATRIX-ის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება ٱƵapp-ში

MATRIX-ის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება ٱƵapp-ში

კვირა, 06 ნოემბერი, 2016

აჩვენე კალენდარზე

ٱƵapp კიდევ ერთხელ ულოცავს მათემატიკის კონკურსის გამარჯვებულებს წარმატებას! MATRIX-ი მე-2-დან მე-11 კლასის მოსწავლეთათვის საქართველოს მასშტაბით ٱƵapp-ს პარტნიორი კომპანიის Mind Technologies-ის ორგანიზებით ჩატარდა. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში სამი გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულები ٱƵapp-ში 6 ნოემბერს (2016) დაჯილდოვდნენ.

მათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ٱƵapp) პრეზიდენტმა მიმართა და აღნიშნა, რომ დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილი ბავშვები ჩვენი ახალგაზრდობის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი, მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების, დიდი პოტენციისა მქონე მოზარდები არიან. ბავშვები და მათი მშობლები ღონისძიებაზე თბილისსა და რეგიონებიდან გვესტუმრნენ.

ყველა გაამრჯვებულს გადაეცა ٱƵapp-ს, Mind Technologies-ისა და პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული საჩუქრები. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მხარდამჭერ ორგანიზაციებს:

  • Gebrüder Weiss
  • UGT
  • Deloitte

და დიდ წარმატებას ვუსურვებთ ჭკვიან, მოტივირებულ ბავშვებს, რომლებიც MATRIX-ის გამარჯვებულები გახდნენ: აკაკი უსტიაშვილი, თეკლა ჭაბაშვილი, სალომე სულაძე, მარიამ ჭაღიაშვილი, მაკო ბაზანდარაშვილი, თამარ შალიკიანი, გიორგი მამნიაშვილი, სანდრო კვატაშიძე, ნიკა ვეფხვაძე, დავით ტოგოევი, თორნიკე ბერია, გიორგი დალალიშვილი, გიორგი თორმანოვი, ლიზი ბუხრაშვილი, გიორგი ამბოკაძე, ანამარია ქათამაძე, ლუკა გოგოლაძე, გიორგი კურცხალია, ლილე ჩაგანავა, ლევან ქევხიშვილი, თორნიკე ბარამაშვილი, საბა ოკუჯავა, გიორგი ახალკაცი, მარიამ ვაშაყმაძე, ლუკა ხიმშიაშვილი, თემური ბერიძე, ლუკა ფოჩხუა, ნინო ახმეტელი, გუგა ბზეკალავა, ქეთი ჯინჭარაძე, გუგა მამუჩიშვილი, ნუგზარ ჩხაიძე, დავით ჩუგუაშვილი, ავთო ლომიძე. 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა