ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

Pirate Summit-ის პროექტი ٱƵapp-ში - ჯეოლაბში ჩატარებული კონკურსი

Pirate Summit-ის პროექტი ٱƵapp-ში - ჯეოლაბში ჩატარებული კონკურსი

პარასკევი, 03 ივლისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

წარმატებით ჩაიარა კიდევ ერთმა საინტერესო პროექტმა ٱƵapp-ში. პირველ ივლისს ჯეოლაბში ქართული სტარტაპებისა და პროგრამისტების შერჩევა გაიმართა. კონკურსი ٱƵapp-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.&Բ;

მონაწილეებმა წარმოადგინეს ინოვაციური პროექტები, რომელთაგან გამოვლინდა გამარჯვებული Virtual Technologies

ეს ნამუშევარი მიზნად ისახავს რეალური სამყაროს ვირტუალურში გადატანას - Simulation of Things. 

(Oculus Rift-ის გაამოყენებით და Unity ძრავაზე დაყრდნობით გამარჯვებული გუნდი აპირებს შექმნას პროგრამული პლატფორმა, რომელშიც სიმულირებული იქნება რეალური სამყარო, დაწყებული ბიოლოგიური, ფიზიკური თუ ქიმიური პროცესებით დამთავრებული მომხმარებლების მიერ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული საკუთარი სამყაროს შექმნის შესაძლებლობით.)

ٱƵapp ულოცავს გამარჯვებული გუნდის წევრებს - ვანგელის კონდრატევს, გიორგი როხაძეს, ნიკა სხულუხიასა და ვანო მესტიაშვილს - წარმატებას. ისინი პროექტს 2-3 სექტემბერს Pirate Summit-ზე კიოლნში უცხოელ პოტენციურ ინვესტორებს წარუდგენენ. 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა