ٱƵapp

ٱƵapp რიცხვებში

ٱƵapp რიცხვებში

აქტიური სტუდენტები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (ٱƵapp) 2005 წლიდან ემსახურება განათლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, კონკურენტუნარიანი პროფესიონალებისა და წარმატებული პიროვნებების ჩამოყალიბებას.

2023-2024 სასწავლო წლის მონაცემებით, აქტიური სტუდენტების რაოდენობა შეადგენს 2,607 სტუდენტს, აქედან 1,380 არის ქალი.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკებზე შეგიძლიათ იხილოთ სტუდენტების რაოდენობა მიმართულებების და საფეხურების მიხედვით.


სტუდენტები პროგრამების მიხედვით

სტუდენტები საფეხურების მიხედვით

კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი

დაფუძნებიდან დღემდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა 3,188-მა სტუდენტმა. აქედან 1,864 სტუდენტი არის ქალი. კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა არის დასაქმებული (92%-ზე მეტი).

ქვემოთ მოცემულ გრაფიკებზე შეგიძლიათ იხილოთ რაოდენობა მიმართულებების და საფეხურების მიხედვით.


კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი პროგრამების მიხედვით

კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი საფეხურების მიხედვით

დასაქმების მაჩვენებელი

ٱƵapp-ში სტუდენტების დასაქმებას და მათ კარიერულ წინსვლას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულია კურსდამთავრებულთა 92%-ზე მეტი, ხოლო მე-3 და მე-4 კურსელების 50%-ზე მეტი. ამ მაჩვენებელს არსებითად განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ თითოეული ფაკულტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს დამსაქმებლებთან, პროგრამები და სწავლების მეთოდიკა სრულ თანხვედრაშია შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. მოქმედებს დასაქმების ცენტრი, რომელიც დამსაქმებლებისა და ٱƵapp-ს სტუდენტების/კანდიდატების დამაკავშირებელი ერთგვარი ჰაბია, მუდმივად უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული სტაჟირების პროგრამებისა და ვაკანსიების შესახებ სტუდენტების ინფორმირებას, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მართავს გადამზადების ტრენინგებსა და დასაქმების ფორუმებს. 

ٱƵapp მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებს სამუშაოს მორგებულ სალექციო გრაფიკს სთავაზობს. ასევე, პარალელურად სტუდენტებს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა ٱƵapp-ს სხვადასხვა სტრუქტურაში ეძლევათ.

ٱƵapp-სა და OECD-ს მაჩვენებლების შედარება

Student Per Lecturer Ratio არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი უნივერსიტეტების მსოფილიო რეიტინგების შედგენისას. გვიჩვენებს, იმას თუ საშუალოდ რამდენი სტუდენტი მოდის ერთ ლექტორზე. ანუ როგორ ნაწილდება ლ᳥ქტǃების დრო სტუდენტებზე და სწავლებისას საშუალოდ რა დროს ხარჯავს ლექტორი ერთ სტუდენტზე. ამ ინდიკატორის მისაღებად უნივერსიტეტში სტუდენტების რაოდენობა უნდა შევაფარდოთ ლ᳥ქტǃების რაოდენობასთან.

ٱƵapp-ში ეს მაჩვენებელი არის 10, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ ერთ ლექტორზე მოდის 10 სტუდენტამდე. ეს მაჩვენებელი რაც უფრო მეტია, მით უფრო ნაკლებია ერთ სტუდენტზე სწავლებისას დათმობილი დრო. შესაბამისად რაც უფრო ნაკლებია ეს მაჩვენებელი პირიქით, მით მეტი დრო რჩება ერთ სტუდენტს ლექტორთან საურთიერთობოდ.

ეს მაჩვენებელი OECD-ის ქვეყნების უნივერსიტეტების შემთხვევაში შეადგენს 15-ს. საქართველოს უნივერსიტეტებისათვის კი საშუალო მაჩვენებელია 16. რაც იმას ნიშნავს რომ, ამ მაჩვენებელის მიხედვით ٱƵapp სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

ٱƵapp-ს აკადემიური პროცესის ცენტრალური ფაქტორი იყო და არის „პატარა ჯგუფების“ (Small Clasess) პრინციპი.

ამასთან, 2023-2024 აკადემიურის წლის მონაცემებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციურლი პერსონალის რაოდენობაა 172, მათ შორის 118 ქალი, ხოლო აკადემიური პერსონალის რაოდენობაა 520, მათ შორის 316 ქალი.

*წყარო: OECD. იხილეთ ; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.