ٱƵapp

ლევან ბოძაშვილი

ლ᳥ქტǃები ლევან ბოძაშვილი

ლევან ბოძაშვილი

ასოცირებული პროფესორი

ლევან ბოძაშვილი საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების გამოცდილი სპეციალისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, უშშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებლად და მოადგილედ, სხვადასხვა დეპარტამენტების უფროსად საგარეო და იუსტიციის სამინისტროებში, ხელმძღვანელ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ევროკავშირში, გაეროსა და ეუთოში, ევროპის საბჭოში.

მუშაობდა საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად ავსტრიასა და ვენაში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე იყო დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად შვეიცარიაში. აქვს განხორციელებული არაერთი დიპლომატიური მოლაპარაკება და პოლიტიკური კონსულტაციები ევროპულ ქვეყნებთან.

იყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრი. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებში უმაღლესი წარმომადგენლის ჯილდო გამორჩეული საქმიანობისთვის.

ამჟამად არის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.

ლევან ბოძაშვილმა დაამთავრა თსუ საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი. სამაგისტრო ნაშორმები დაიცვა და სხვადასხვა დროს სწავლობდა ევროპის კოლეჯში (ევროკავშირის სამართალი), ოქსფორდის უნივერსიტეტი (საერთაშორისო სამართალი), სტრასბურგის რენე კასენის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი, ოსლოს უნივერსიტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები), გაიარა სტაჟირება ამერიკის უზენაეს სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა