ٱƵapp

მარიამ ორკოდაშვილი

ლ᳥ქტǃები მარიამ ორკოდაშვილი

მარიამ ორკოდაშვილი მუშაობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დაარსების დღიდან. მას ასევე აქვს სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება შემდეგ უნივერსიტეტებში და ორგანიზაციებში: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, პენსილვანიის უნივერსიტეტი, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ვანდერბილტის უნივერსიტეტის პიბოდის განათლების მეცნიერებების კოლეჯი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს პარლამენტი, მაქს პლანკის ინსტიტუტი, გერმანია, ვაშინგტონის განათლების კვლევითი ინსტიტუტი, ედინბურგის უნივერსიტეტი.

ის არის ფულბრაიტის, კარნეგის, ჩივნინგის, დაადის, მასკის, კემბრიჯის განათლების კვლევის, აშშ-ს შედარებითი და საერთაშორისო განათლების საზოგადოების, USAID, INTAS TACIS სტიპენდიების და კვლევითი გრანტების მფლობელი.

მისი კვლევის სფეროებია: ნეირომეცნიერება და ბიოლინგვისტიკა, ტვინი და ენა, განათლების მეცნიერებები, ენის ათვისება და ნეიროპლასტიურობა, ფსიქოლინგვისტიკა, ენის ცვლილება და ევოლუცია, გრამატიკის კოგნიტიური წარმოსახვა, მეტაფორის ნეიროთეორია, კოგნიტიური ლინგვისტიკა, უმაღლესი განათლების მენეჯმენტი.

მისი პუბლიკაციები ასახულია შემდებ სამეცნიერო საძიებო სისტემებში: Clarivate analytics, semantic scholar, google scholar, Scopus, researchgate, academia.edu.

მარიამ ორკოდაშვილის პუბლიკაციები არის დაბეჭდილი ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებში, როგორიცაა: Routledge: Taylor &Francis, SAGE Encyclopedia, Oxford Studies, Oxford Symposium Books, Elsevier, Sense Publishers, Emerald Publications, Peter Lang Publishers, The Jon Ben Sheppard Journal of Practical Leadership (UTPB Publication), Heldref Publications, Raabe Publishers, Heldref publication.

მას აქვს 150 პუბლიკაცია; 4 მონოგრაფია; ციტირების ინდექსი 256.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა